ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის ვაჟი გერმანიის ბეისბოლის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის ვაჟი გერმანიის ბეისბოლის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

ლეგენდარული ჩოგბურთელების – ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის ვაჟმა, ჯეიდენ აგასიმ მშობლებისგან სპორტული გენები მიიღო. მაგრამ ის თავის გამოჩენას არა ჩოგბურთში, არამედ ბეისბოლში აპირებს. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, უმცროსი აგასი სპორტის ამ სახეობაში გერმანიის ნაკრების წევრი გახდა.

ჯეიდენ აგასი ბავშვობიდან აცნობიერებდა, რომ მას ჩოგბურთი არ იტაცებს და ყოველთვის ბეისბოლის თამაში უნდოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი კარიერული გზა საკმაოდ რთული იყო. 2019-20 წლებში მას ორი სეზონის გამოტოვება მოუწია სერიოზული ტრავმების გამო.

მაგრამ უმცროსმა აგასიმ, რომელიც 23 წლისაა, გააგრძელა ვარჯიში და საბოლოოდ წარმატებას მიაღწია. მას გარღვევა გასული წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა ის კვირის მოთამაშე გახდა MLB-ის დრაფტლიგაში.

ახლა ის აპირებს, დაეხმაროს გერმანიის ნაკრებს ბეისბოლში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში. ტურნირი 2 მარტს დაიწყება.