ანდორასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ვაისმა სასტარტო რადიკალურად შეცვალა [ფოტო]
ანდორასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ვაისმა სასტარტო რადიკალურად შეცვალა [ფოტო]

„ერთა ლიგაზე“ ანდორასთან შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ვლადიმერ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი 11 მოთამაშე დაასახელა –

ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, არაბული

სათადარიგოები -კვასხვაძე, კუპატაძე, კვირკველია, კაშია, დვალი, ჭანტურიშვილი, კანკავა, აბურჯანია, ხარაიშვილი, ზარანდია, მერებაშვილი, კაჭარავა

როგორც ხედავთ, ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა. ლატვიასთან მოგებული შემადგენლობიდან არ არიან გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი მერებაშვილი და ლაშა დვალი.

ზედიზედ მეორედ მოხვდა ძირითადში დათა ხოჭოლავა, პირველად – ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი აბურჯანია და ბაჩანა არაბული.

ჯაბა კანკავას არყოფნაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური გამოცდილმა გიორგი ნავალოვსკიმ მოირგო, რომელიც ამ ამპლუაში მოედანზე პირველად გავიდა.