ანდორასთან ჩაკვეტაძის თამაშს „ბარსელონაც“ დააკვირდება
ანდორასთან ჩაკვეტაძის თამაშს „ბარსელონაც“ დააკვირდება

ესპანური გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, ხვალინდელი ანდორასა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას „ბარსელონას“ სკაუტები დაესწრებიან. კატალონიური გრანდის წარმომადგენლები ერთა ლიგის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეს დააკვირდებიან.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ინტერესი ჩაკვეტაძის მიმართ, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, მის „გენტში“ გადასვლამდე დაიწყო. ესპანური sport.es-ი საკუთარ ვებგვერდზე ჩაკვეტაძის შესახებ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს.

შეგახსნებთ რომ ევროპული გამოცემები, ქართველ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში რამდენიმე გრანდს, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნს“, დორტმუნდის „ბორუსიას“, იტალიურ „რომას“, ფრანგულ „მონაკოს“ და სხვებს უკავშირებდნენ.