ანდონი ირაოლამ „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნად ალისონ ბეკერი აირჩია #1TVSPORT

11:31, 22.08.2026

ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანი იქნება, – ამის შესახებ „ნიუკასლთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა.

„ვირჯილ ვან დაიკი, ალისონ ბეკერი, ჯო გომესი და დომინიკ სობოსლაი ჩვენი კაპიტნები იქნებიან. ალისონს პირისპირ ველაპარაკე და განვუმარტე, რომ როცა კაპიტანი მეკარეა, ამას ბევრი შეზღუდვა მოჰყვება. მაგალითად, „ბორნმუთში“ ერთი წელი კაპიტნად ნეტო მყავდა, მის მოვალეობებს კი მინდვრის მოთამაშეები იღებდნენ საკუთარ თავზე, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნიდა. მიუხედავად ამისა, ალისონს ვუთხარი, რომ მას ძალიან ვაფასებთ“, – აღნიშნა ირაოლამ.

ალისონ ბეკერი „ლივერპულში“ 2018 წლიდან ირიცხება და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. მისი უშუალოდ კონკურენტი 2026/2027 წლის სეზონშიც გიორგი მამარდაშვილი იქნება. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 35 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ქართველმა – 20.

მსგავსი