ანდონი ირაოლა „ლივერპულის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
არნე სლოტის განთავისუფლების შემდეგ, „ლივერპულში“ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი უკვე დაწყებულია.
ნიდერლანდელის შეცვლაზე მთავარ ფავორიტად მიიჩნევა „ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა. სახელდება სხვა ვარიანტებიც – სებასტიან ჰიონესი „შტუტგარტიდან“ და პიერ საჟი „ლანსიდან“, – წერს ინტერნეტ-გამოცემა The Athletic.