ანდერსონ სილვას ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა, ბრაზილიელი კიდევ ორი ბრძოლის გამართვას გეგმავს
ანდერსონ სილვას ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა, ბრაზილიელი კიდევ ორი ბრძოლის გამართვას გეგმავს

UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ანდერსონ სილვას მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ცნობილმა ბრაზილიელმა მებრძოლმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოპერაციის შემდგომ არის გადაღებული. სილვას თქმით ახლა მისი მუხლი 100 პროცენტით მზად იქნება. ეს ტრავმა ანდერსონმა 2019 წლის 11 მაისს UFC 239-ზე ჯარედ კანონიერთან ბრძოლის დროს მიიღო.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა საბოლოო რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და თავს კარგად ვგრძნობ. მსურს ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ძალიან მალე კარგ ფორმაში ვიქნები და UFC-ში ჩემი ბოლო ორი ბრძოლისთვის მოვემზადები“, – აცხადებს სილვა ინსტაგრამის ვიდეოში.

 

View this post on Instagram

 

A cabou. A gora joelho vai tá 100%

A post shared by Anderson “The Spider” Silva (@spiderandersonsilva) on