ანდერსონ სილვამ კარიერა დაასრულა (ვიდეო)
ანდერსონ სილვამ კარიერა დაასრულა (ვიდეო)
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ანდერსონ სილვამ კარიერა დაასრულა. 46 წლის ბრაზილიელმა ბოლო ბრძოლა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქარდზე, ლას ვეგასში ურაია ჰოლის წინააღმდეგ ჩაატარა.
ვეტერანმა პირველი და მეორე რაუნდი მეტოქეზე უკეთ გამართა. მესამე რაუნდის ძირითადი დრო ასევე სილვას მცირე უპირატესობით წარიმართა. თუმცა, რაუნდის ბოლოს ჰოლმა ანდერსონი ნოკდაუნში გაუშვა. მეოთხე რაუნდშ კი ჰერბ დინს ბრძოლის შეჩერება ნაადრევად მოუხდა. საბოლოოდ, ჰოლმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მაყურებელმა საკმაოდ ემოციური კადრები იხილა.