„ანდერლეხტის" ახალ მწვრთნელს კაშია შესთავაზეს - მას რუტენთან უთამაშია და დაცვისთვის იდეალური კანდიდატია
„ანდერლეხტის" ახალ მწვრთნელს კაშია შესთავაზეს - მას რუტენთან უთამაშია და დაცვისთვის იდეალური კანდიდატია

კვირას „ანდერლეხტის“ მთავარ მწვრთნელად ფრედ რუტენი დაინიშნა. ჰოლანდიელ სპეციალისტს პორტალმა VoetbalPrimeur.be იმ ათი ფეხბურთელის სია შესთავაზა, რომლებიც ადრე მუშაობდა და რომლებიც, გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ჰოლანდიელმა „ანდერლეხტში” მიიწვიოს.

სიაში საქართველოს ნაკრებისა და „სან-ხოსეს” ცენტრალური მცველი გურამ კაშიაც აღმოჩნდა – მას ჰოლანდიელი სპეციალისტი 2012-2-13 წლებში „ვიტესში” ავარჯიშებდა.

„შემოქმედების გარდა, „ანდერლეჰტს” ასევე დაცვის ცენტრში ძლიერი ლიდერი სჭირდება. ამ როლისთვის იდეალური გამოცდილი კაშია იქნებოდა. რუტენი მისი ძველი მეგობარია, რაც ასევე შეიძლება დაეხმაროს. ჰოლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ვიტესმა” 2012/13 სეზონის მეოთხე ადგილზე დაასრულა, კაშია კი ამ გუნდის უდავო ლიდერი იყო. ქართველი კლუბის სახე გახდა და 10-წლიანი ერთგული სამსახურის შემდეგ შარშან ზაფხულში ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. როტენი კაშიას თუ მიიწვევს, სავარაუდოდ, ქართველი წინადადებას დათანხმდება“ – წერს VoetbalPrimeur.be.

„ვიტესში“ რუტენი მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს მიიწვიეს. ის ცნობილი სპეციალისტია და ისეთ ცნობილ კლუბებთან უმუშავია, როგორებიცაა ჰოლანდიური „პსვ“ და გერმანული „შალკე“, სადაც ლევან კობიაშვილსა და ლევან ყენიას წვრთნიდა.