ანდერლეხტი ახალ მწვრთნელზე ჩამოყალიბდა
ანდერლეხტი ახალ მწვრთნელზე ჩამოყალიბდა

საიმონ დევისი ბელგიის „ანდერლეხტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 45 წლის სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. აქამდე, დევისი „მანჩესტერ სიტიში“ ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების ცენტრის დირექტორი იყო.

„როცა ვენსან კომპანიმ მთხოვა, მასთან ერთად გადავსულიყავი „ანდერლეხტში“, არც დავფიქრებულვარ. ვიწყებთ ლამაზ პროექტს, რომელშიც აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების განვითარებაზე“, – განაცხადა დევისმა.

შეგახსენებთ, წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტიდან“ „ანდერლეხტში“ გადავიდა ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი, რომელიც ბრიუსელურ კლუბში მოთამაშე მენეჯერის ფუქციებს შეასრულებს.

დატოვე კომენტარი