ანჩელოტის შემდეგ, „ევერტონში“ შესაძლოა, ინსინიე გადავიდეს
ანჩელოტის შემდეგ, „ევერტონში“ შესაძლოა, ინსინიე გადავიდეს

„ნაპოლის“ ფორვარდმა ლორენცო ინსინიემ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

როგორც ირკვევა, ლივერპულური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის 28 წლის იტალიელი ფორვარდის გაფორმება სურს. იტყობინებიან, რომ ანჩელოტი „ნაპოლიში“ ინსინიესთან მუშაობით კმაყოფილი იყო, ამიტომაც თხოვა „ევერტონის“ ხელმძღვანელობას ფორვარდის შეძენა.

ინსინიეს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 60 მილიონ ევროს უდრის. ამ სეზონში მან სამი გოლი და შვიდი საგოლე პასი დააგროვა სერია A-ს 16 მატჩში.

კარლო ანჩელოტიმ ერთი კვირაა, რაც „ევერტონი“ ჩაიბარა და უკვე ორ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა.