ანჩელოტის „ნაპოლის“ დატოვება სურს
ანჩელოტის „ნაპოლის“ დატოვება სურს

„ნაპოლის“  მთავარ მწვრთნელს გუნდის დატოვება 2019/2020 სეზონის დასრულებისთანავე სურს.

კარლო ანჩელოტის იტალიური კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, მწვრთნელს კლუბის მეპატრონესთან ურთერთობა „ნაპოლის“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუფუჭდა.

იტალიის ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ მე-7 პოზიციაზეა და პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 11 ქულით ჩამორჩება.