ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი გახდა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს მოიგებს, – მიაჩნიათ ბუკმეიკერებს.
მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, ბრაზილიელები ტურნირის მთავარი ფავორიტები გახდნენ – კოეფიციენტი შეადგენს 6.50-ს.
ბუკმეიკერებმა მეორე ადგილზე დააყენეს ესპანეთი (7.00), მესამეზე – საფრანგეთი (7.50). მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა მეხუთეა – 9.00.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონი ბუკმეიკერთა ვერსიით:
- ბრაზილია – 6.50
- ესპანეთი – 7.00
- საფრანგეთი – 7.50
- ინგლისი – 8.00
- არგენტინა – 9.00
- გერმანია – 10.00
- პორტუგალია – 15.00
- ნიდერლანდები – 21.00
- იტალია – 23.00
- კოლუმბია – 23.00