ანჩელოტიმ რიშარლისონი „რეალში“ მიიწვია #1TVSPORT
ანჩელოტიმ რიშარლისონი „რეალში“ მიიწვია #1TVSPORT

„რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაუკავშირდა ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს რიშარლისონს და მას მადრიდულ კლუბში გადასვლა შესთავაზა. რიშარლისონი „ევერტონში“ თამაშობს, რომელსაც ანჩელოტი ავარჯიშებდა გასულ სეზონში.

„რეალისგან“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა. ამ მომენტისთვის ფორვარდი ბრაზილიის ნაკრებს წარმოადგენს კოპა ამერიკაზე.

რიშარლისონი „ევერტონში“ 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ 119 მატჩში 42 გოლი გაიტანა.