ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზე უარი განაცხადა
ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზე უარი განაცხადა

58 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც სექტემბერში მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, არ მოისურვა იტალიის ნაკრებში მუშაობა.

„ფეხბურთის ფედერაცია დამიკავშირდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა. ვაღიარე, რომ ჩემთვის პატივი იყო ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანს სურდა იტალიის ნაკრები ჩამებარებინა.
მაგრამ, ეს სრულიად სხვა სამუშაოა. ავარჯიშო ეროვნული გუნდი და კლუბი – განსხვავებული ცნებებია და მე კვლავინდებურად ყოველდღიური მუშაობა მიზიდავს”, – განაცხადა ანჩელოტიმ გადაცემა La Domenica Sportiva-ს ეთერში.

ნოემბერში, იტალიის ნაკრებმა წააგო შესარჩევის პლეი ოფი შვედეთთან და პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. ამ ჩავარდნის შემდეგ, პოსტიდან დაითხოვეს ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა.