ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებს უარი უთხრა

08:52, 01.05.2018

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

ბოლო დღეების განმავლობაში გამოცდილ სპეციალისტთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

გამოცემის ინფორმაციით, ანჩელოტისთან თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო – რჩებოდა უმნიშვნელო ფინანსური დეტალების გარკვევა. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი.

ამ მომენტისთვის „სკუადრა აძურას“ მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება – „ზენიტის“ დამრიგებელი რობერტო მანჩინი და „ნანტის“ თავკაცი კლაუდიო რანიერი.

მსგავსი