ანჩელოტიმ ედენ აზარის „რეალში“ დარჩენა დაადასტურა #1TVSPORT
ანჩელოტიმ ედენ აზარის „რეალში“ დარჩენა დაადასტურა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ბელგიელი შემტევი ედენ აზარი მომავალი სეზონისთვის დარჩება ესპანეთის ჩემპიონის რიგებში.

უფრო ადრე გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ 31 წლის ფეხბურთელს „მილანში“, „არსენალსა“ და „დორტმუნდში“ გადასვლის შესაძლებლობა აქვს.

„ედენ აზარი გუნდში რჩება. მას საკუთარი კლასის დამტკიცება სურს“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

ამ სეზონში აზარმა 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.