ანჩელოტიმ დაასახელა ბრაზილიის ნაკრების განაცხადის პირველი ფეხბურთელი #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გამოაცხადა, რომ „ფლამენგოს“ ცენტრალური მცველი დანილო აუცილებლად მოხვდება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში.
34 წლის დანილო ცნობილია ევროპაში „იუვენტუსის“, „პორტუს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ შემადგენლობაში გამოსვლით. ბრაზილიის ნაკრებში მან 67 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
„დანილო ნამდვილად იქნება საბოლოო შემადგენლობაში თავისი ხასიათისა და მნიშვნელობის გამო. მას შეუძლია, დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი 18 მაისს გამოცხადდება. ანჩელოტის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს 13 ივნისს, მაროკოსთან მატჩით დაიწყებს. ჯგუფში ბრაზილიელები ასევე ჰაიტისა და შოტლანდიას შეხვდებიან.