ანჩელოტიმ და ბრაზილიამ მოილაპარაკეს - იტალიელი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს ივნისის დასაწყისში ჩაიბარებს #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ანჩელოტი დატოვებს „რეალს“ და ახალ პოსტზე მუშაობას ივნისის დასაწყისში დაიწყებს.
ელოდებიან, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს უკვე 4 ივნისს უხელმძღვანელებს, როცა გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ეკვადორის ნაკრებს შეხვდება.