ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

კარლო ანჩელოტი სეზონის შემდეგ დატოვებს მადრიდის „რეალს“. იტალიელი სპეციალისტი უკვე ჩამოყალიბდა ახალ სამუშაო ადგილზე.

იტყობინებიან, რომ ანჩელოტიმ ოფიციალურად მოაწერა ხელი კონტრაქტს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან. ხელშეკრულება ძალაში იქნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლომდე, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.

ახალ პოსტზე ანჩელოტის დებიუტი 6 ივნისს ეკვადორის ნაკრებთან მატჩში შედგება. „რეალს“ ბოლოჯერ იტალიელი 26 მაისს უხელმძღვანელებს, როცა ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდელები „სოსიედადს“ შეხვდებიან.