ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების იდეალური შემადგენლობა შეადგინა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე თაობის მოთამაშეებისგან ბრაზილიის ნაკრების სიმბოლური შემადგენლობა შეადგინა.
„კარში ჩავაყენებდი დიდას. კაფუ მარჯვნივ, მილიტაო ან ტიაგო სილვა დაცვის ცენტრში, მარსელო მარცხნივ. ნახევარდაცვაში კაზემირო, კაკა… დარწმუნებული ვარ, ვიღაც დამავიწყდა. მარჯვნივ როდრიგო, თუმცა, რა თქმა უნდა, ის „თავისუფალი მხატვარია“. მარცხნივ ვინისიუსი, შეტევაში კი ძალიან დიდი არჩევანი მაქვს: რონალდო, რივალდო, რონალდინიო… ისინი ბევრნი არიან“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გაზეთ Marcaს.
იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს 2025 წლის მაისიდან ავარჯიშებს და ამ დროის განმავლობაში გუნდს რვა მატჩში უხელმძღვანელა – ოთხი მოიგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა.