ანჩელოტი - სანამ 80 წელი არ შემისრულდება, „რეალში“ დავრჩები  #1TVSPORT
ანჩელოტი - სანამ 80 წელი არ შემისრულდება, „რეალში“ დავრჩები #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „რეალში“ კარიერის გარძელების შესახებ ისაუბრა:

„სანამ 80 წელი არ შემისრულდება და თუ საღ გონებაზე ვიქნები, „რეალში“ დავრჩები, – ციტირებს კარლო ანჩელოტის სიტყვებს „მარკა“. – „რეალიდან“ წასვლის შემთხვევაში კი, ალბათ, კარიერას დავასრულებ, რადგან უკეთესი გუნდის მოძებნა ძალიან გამიჭირდება.

ვნახოთ, როდის მოვბეზრდები „რეალს“. მანამდე ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – ამბობს მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი.

62 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „რეალმა“ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იურგენ კლოპის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.