ანჩელოტი - „რეალში“ თაფლობის თვე მაქვს და იმედია, ეს წლები გაგრძელდება #1TVSPORT
ანჩელოტი - „რეალში“ თაფლობის თვე მაქვს და იმედია, ეს წლები გაგრძელდება #1TVSPORT

„რეალის“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბში“ საკუთარი მუშაობა და გუნდში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

„რეალში“ ახლა თაფლობის თვე მაქვს და იმედია, ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება, – მოჰყავს Rai Radio-ს იტალიელი სპეციალისტის სიტყვები. – სხვების მსგავსად, სეზონი გარკვეული სირთულეებით დავიწყეთ, მაგრამ კლუბში ერთიანი, გუნდური სულისკვეთებაა. ჩვენ სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით ვახერხებთ ხოლმე თამაშში გარდატეხის შეტანას“.

ბოლო მატჩი ანჩელოტის შეგირდებმა „ვალენიას“ წინააღმდეგ ჩაატარეს (რომლის კარს მამარდაშვილი დარაჯობდა) და 1:2 გაიმარჯვეს.

ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში „რეალი“ 13 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.

ანჩელოტიმ „სამეფო კლუბი“ 2021 წლის პირველ ივნისს ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტი „რეალს“ ადრეც წვრთნიდა (2013-2015 წლებში) და მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი, აგრეთვე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.