ანჩელოტი პირადად არის დაინტერესებული ჰარი კეინის ტრანსფერით #1TVSPORT
ანჩელოტი პირადად არის დაინტერესებული ჰარი კეინის ტრანსფერით #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სურს „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის გადაბირება, – ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს კეინი იდეალურ „ცხრიანად“ მიაჩნია, რომელსაც შეუძლია, შეუწყვილდეს ქარიმ ბენზემას ან შეავიწროვოს ის ძირითად შემადგენლობაში.

კეინი პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევა ანჩელოტისთვის. მწვრთნელს ინგლისელი ურჩევნია უფრო დაბალფასიან ფეხბურთელებს.

ამ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.