ანჩელოტი მზად არის „რეალიდან“ აზარი გაუშვას #1TVSPORT
ანჩელოტი მზად არის „რეალიდან“ აზარი გაუშვას #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება ედენ აზარს, თუ ბელგიელი მოისურვებს კლუბის დატოვებას. ბოლო დროს, აზარი ხშირად იწყებს მატჩებს სათადარიგოთა სკამზე.

„ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არასოდეს დამიძალებია ფეხბურთელისთვის დარჩენა, თუ მას სადმე წასვლა უნდოდა. ეს ჩემი პირადი პოზიციაა.

ხშირად ხომ არ ვუშვებ მოედანზე ვინისიუსს? მე ასე არ ვფიქრობ. ის წესრიგშია. ახალგაზრდაა და სხვებზე ადრე ახერხებს აღდგენას. თუ რაიმე პრობლემა იქნება ან ის ცუდ ფორმაში აღმოჩნდება, ჩვენ მას დასვენების საშუალებას მივცემთ. მაგრამ დღეს ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილი ვართ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.