ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადას უგულშემატკივრებს #1TVSPORT
ანჩელოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადას უგულშემატკივრებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოულოდნელი პასუხი გასცა შეკითხვას იმის თაობაზე, ვის უგულშემატკივრებს იტალიის ნაკრების არყოფნაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა მაკედონიასთან წააგო შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი და ვერ მოხვდა ყატარში გასამართ ტურნირზე.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ. ის დიდი ხანია არ ყოფილა ამ ტურნიზე და ეს ჩემი მეორე სახლია. ამასთან, კანადის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წარმოშობით აბრუცოდანაა. ასე რომ, ვგულშემატკივრობთ კანადას“, – განაცხადა Rai Radio-ში ანჩელოტიმ.

კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან, ბელგიასთან და მაროკოსთან ითამაშებს.