ანჩელოტი - კლოპმა მითხრა, რომ „ლივერპულსა” და „ ატლეტიკოს” შორის მატჩის ჩატარება დანაშაული იყო
ანჩელოტი - კლოპმა მითხრა, რომ „ლივერპულსა” და „ ატლეტიკოს” შორის მატჩის ჩატარება დანაშაული იყო

ინგლისური „ევერტონის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტომ საკუთარი მოსაზრება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის თაობაზე გამოთქვა. საქმე ეხება „ლივერპულსა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებით მატჩს (2:3), რომელიც კორონავირუსის მიუხედავად, მაინც ჩატარდა.

„კლოპმა მითხრა, რომ თამაში ასეთ სიტუაციაში დანაშაული იყო. ჩემი აზრით, ის მართალია. დღევანდელი მდგომარეობით მთავარია ჯანმრთელობა და ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როდის გაგრძელდება ან როდის დამთავრდება სეზონი. დამიჯერეთ, მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ“ – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ19-ით 665 616 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის 30 ათასზე მეტი კი გარდაცვლილი.