ანჩელოტი კლოპის შესახებ - იურგენი კარგი ადამიანია, ჩვენ მიმოწერა გვაქვს და ერთმანეთს საჩუქრებს ვუგზავნით #1TVSPORT
ანჩელოტი კლოპის შესახებ - იურგენი კარგი ადამიანია, ჩვენ მიმოწერა გვაქვს და ერთმანეთს საჩუქრებს ვუგზავნით #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლივერპული“ „რეალს“ უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი მატჩის წინ მადრიდელთა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელ სპეციალისტთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

კარლო ანჩელოტი: „ჩვენ ლივერპულში გავატარეთ პანდემიის პერიოდი. იურგენი ძალიან კარგი ადამიანია. მასთან სასიამოვნოა ურთიერთობა. ჩვენ მიმოწერა გვაქვს და ერთმანეთს საჩუქრებს ვუგზავნით“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „სამეფო კლუბმა“ ფინალში სწორედ „ლივერპული“ (1:0) დაამარცხა.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში „რეალი“ მეორე ადგილზეა, „ლივერპული“ კი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს.