ანჩელოტი კიეზას „რეალში“ ეპატიჟება #1TVSPORT
ანჩელოტი კიეზას „რეალში“ ეპატიჟება #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდულ გრანდში გაგრძელოს.

ევროპულ პრესაში წერენ, რომ „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის საკუთარი გუნდის რიგებში ფედერიკო კიეზას ხილვა სურს და იტალიელ ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ ეპატიჟება. იუწყებიან, რომ კიეზას „რეალში“ გადაყვანას იჯარის წესით გეგმავენ.

მიმდინარე სეზონზე ფორვარდმა შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის ავტორი გახდა. პორტალი Transfermarkt ფედერიკო კიეზას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

დატოვე კომენტარი