ანჩელოტი – იტალიამ ვერ შეძლო ტოპმოთამაშეების გაზრდა #1TVSPORT

21:34, 16.09.2026

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი პრობლემებს განიცდის ახალგაზრდა ტალანტების აღზრდის მხრივ.

„ვფიქრობ, ბოლო წლებში იტალიამ ვერ შეძლო ტოპდონის მოთამაშეების კარგი თაობის აღზრდა. იმდენად, რომ დღეს, მაგალითად, წამყვან იტალიურ კლუბებში, როგორებიც არიან „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“, არ არის არცერთი ხარისხიანი ფორვარდი.

მიმაჩნია, რომ იტალიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატში. ჩემი აზრით, მოთამაშეების ახალი თაობა, 17 წლამდე და 20 წლამდე ფეხბურთელები, ძალიან კარგად გამოდიან ევროპაში. ვფიქრობ, იტალიაში ახალი თაობა უკეთესი იქნება, იტალია შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

მსგავსი