ანჩელოტი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც ევროპის TOP5 ქვეყნის ყველა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
ანჩელოტი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც ევროპის TOP5 ქვეყნის ყველა ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ვადაზე ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

„სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პირველად გახდა ლა ლიგას გამარჯვებული. ასე რომ, იტალიელი სპეციალისტი პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ევროპის TOP5 ქვეყნის ყველა ჩემპიონატი მოიგო.

2003-04 წლების სეზონში ანჩელოტიმ სერია A-ში გაიმარჯვა „მილანთან“ ერთად, 2009-10 წლების სეზონში „ჩელსისთან“ ერთად მოიგო პრემიერლიგა, ლიგა 1 მოიგო პსჟ-სთან ერთად 2013-14 წლების სეზონში, 2016-17 წლების სეზონში კი ბუნდესლიგაში გაიმარჯვა „ბაიერნთან“ ერთად.

სულ 62 წლის ანჩელოტის კარიერაში 22 ტიტული დააგროვა.

დატოვე კომენტარი