ანჩელოტი იბრაჰიმოვიჩზე - არ ვიცი, რა გეგმები აქვს, უნდა დავურეკო
ანჩელოტი იბრაჰიმოვიჩზე - არ ვიცი, რა გეგმები აქვს, უნდა დავურეკო

„ევერტონის“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მის გუნდში შესაძლო გადმოსვლაზე ისაუბრა.

„ზლატანი ჩემი კარგი მეგობარია, – ციტირებს კარლო ანჩელოტის სიტყვებს Sky Sports. – საბედნიეროდ, მე ბევრ ფანტასტიკურ მოთამაშეს ვწვრთნიდი. იბრაჰიმოვიჩმა დაასრულა თავისი ამერიკული კარიერა, მაგრამ არ ვიცი, რა გეგმები აქვს. უნდა დავურეკო. თუ მას „ევერტონში“ გადმოსვლა სურს, რომ თამაშით სიამოვნება მიიღოს, ჩამოვიდეს ჩვენთან“.