ანჩელოტი - „ევერტონის“ გაძლიერებას ვგეგმავ და არა სტრანსფერო რევოლუციას
ანჩელოტი - „ევერტონის“ გაძლიერებას ვგეგმავ და არა სტრანსფერო რევოლუციას

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მომავალ სეზონში გუნდის გეგმებზე ისაუბრა:

„მე ამ პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად ვგრძნობ თავს და იმედი მაქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ასე იქნება, – ციტირებს ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო. – სიტუაცია ახლა პოზიტიურია და ჩვენ ევროთასების საგზურებისთვის ვიბრძოლებთ.

„ევერტონში“ მაშინ მოვედი, როცა გუნდა პრობლემები ჰქონდა, შემდეგ კი პანდემია დაიწყო.

რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ფანჯარა 5 ოქტომბერს დაიხურება და ჩვენ საჭირო დრო გვექნება გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ გვსურს გუნდი გავაძლიეროთ, მაგრამ სატრანსფერო რევოლუციას არ ვგეგმავ“, – აცხადებს „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი.

კარლო ანჩელოტის შეგირდები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან.