ანჩელოტი ეროვნულ ლიგებში გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირების წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT
ანჩელოტი ეროვნულ ლიგებში გუნდების რაოდენობის 18-მდე შემცირების წინადადებით გამოვიდა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაიჩივლა საფეხბურთო სეზონში დიდი რაოდენობით მატჩების გამო.

„დიახ, მატჩი ძალიან ბევრია, და ყველა არ არის კარგი ხარისხის.

ფეხბურთი უფრო ინტენსიური და დინამიკური გახდა, მასში ბევრი ანალიტიკა გამოიყენება, ფიფა-მ და უეფა-მ უნდა გადახედონ განრიგს.

ძალიან ბევრი მატჩი იმართება, აქედან ყველა არ გამოირჩევა ხარისხით, ძალიან ბევრი ტრავმაა.

ლიგებს მართებთ მონაწილე გუნდების რაოდენობის შემცირება 20-დან 18-მდე. მგონია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ უხარისხო მატჩები, დანახარჯები კი უფრო გონივრული გახდება.

მაგრამ საჭიროა დაინტერესებული მხარეების თანხმობა, ეს კი ჯერ არ მომხდარა.

მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ დიდ ხელფასებს ვიღებთ, შესაძლოა, ამიტომაც არ გვსვამენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.