ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას თანხმდება, ოღონდ ერთი პირობით #1TVSPORT
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას თანხმდება, ოღონდ ერთი პირობით #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი საკუთარ მომავალზე ჩამოყალიბდა.

როგორც გამოცემა Relevo წერს, იტალიელმა გამოთქვა მზადყოფნა, სათავეში ჩაუდგეს ბრაზილიის ნაკრებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება.

ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს მხოლოდ „რეალიდან“ გაშვების შემთხვევაში. იტალიელი სპეციალისტი საკუთარი სურვილით არ დატოვებს მადრიდულ კლუბს, რომელთანაც 2026 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.

უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ანჩელოტის გაუშვებენ პოსტიდან, თუ ის ვერ შეძლებს ამ სეზონში ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას.