ანჩელოტი არ აუკრძალავს ბრაზილიელ ფეხბურთელებს გოლის შემდეგ ცეკვას #1TVSPORT

16:17, 13.06.2026

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, შეეძლებათ თუ არა მის ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში გატანილი გოლის ცეკვით აღნიშვნა.

„დიახ, წესები არ კრძალავს ცეკვებს.

ფიფა-ს ახალი წესების თანახმად, რომელიც მიმართულია სათამაშო დროის გაუმჯობესებაზე, შეიძლება გოლების აღნიშვნა და ცეკვა.

ვფიქრობ, ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს“, – განაცხადა მაროკოსთან მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ.

მსგავსი