მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, დიდი ალბათობით, დატოვებს ესპანურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ.
იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იტალიელი სპეციალისტის წასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია. აღნიშნავენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში ლონდონის „არსენალთან“ შესაძლო წაგება ანჩელოტის სამუშაოს დაკარგვად დაუჯდება.
კარლო ანჩელოტი „რეალს“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „რეალმა“ სტუმრად „არსენალთან“ 0:3 წააგო.