ანასტასია ბოლქვაძე - ევროშესარჩევ ეტაპს დადებითი ემოციებით უნდა შევხვდეთ #1TVSPORT
ანასტასია ბოლქვაძე - ევროშესარჩევ ეტაპს დადებითი ემოციებით უნდა შევხვდეთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.  ანასტასია ბოლქვაძემ წლის პირველ შეხვედრებში გუნდის გამოსვლა და შეკრება შეაფასა.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვაკლდა, თუმცა ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ეს მნიშვნელოვანი იყო, რათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითი ემოციების შევხვდეთ. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ორკვირიანი შეკრება გამოგვივიდა“, – ამბობს ანასტასია ბოლქვაძე.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 მარტს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. საკვალიფიკაციო ეტაპი აპრილში დაიწყება.

თამაშებისთვის მოსამზადებლად ქალთა ნაკრები „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ ისე დაამარცხა, გოლი არ გაუშვია – 3:0 და 1:0.