ანანიძის გადასაბირებლად ბრძოლა დაიწყო - „ვიტესის“ შემდეგ „კრილია“ გააქტიურდა
ანანიძის გადასაბირებლად ბრძოლა დაიწყო - „ვიტესის“ შემდეგ „კრილია“ გააქტიურდა

ჯანო ანანიძის გადასაბირებლად ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – ჰოლანდიური არნემის „ვიტესის“ მხრიდან ინტერესის გაჟღერების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის შეძენის სურვილი სამარის „კრილია სოვეტოვში“ უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

„კრილია სოვეტოვის“ განვითარების დირექტორმა ალექსანდრე შიკუნოვმა განაცხადა, რომ ვოლგისპირელები შესაძლო იჯარის თაობაზე „სპარტაკის“ და მისი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, ახალი წლის წინ „წითელ-თეთრების“ დირექტორთა საბჭოზე რამდენიმე მოთამაშის გაშვება გადაწყდა, მათ შორის, 26 წლის ქართველი ნახევარმცველის.

„მე ვიცი, რომ ანანიძეს ახლა „ვიტესის“ ვარიანტი გააჩნია, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. ჯანოსადმი ინტერესი კი ნამდვილად გაგვაჩნია და „სპარტაკისა“ და ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ველოდებით“, – ამბობს შიკუნოვი.