ანანიძემ შესანიშნავად დაიწყო - ქართველმა „ლოკომოტივს“ გაუტანა [ვიდეო]
ანანიძემ შესანიშნავად დაიწყო - ქართველმა „ლოკომოტივს“ გაუტანა [ვიდეო]

ჯანო ანანიძემ მოსკოვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სამარას „კრილია სოვეტოვის“ მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა ძირითად შემადგენლობაშია დააყენა და მან იმედები გაუმართლა.

რუსეთის „პრემიერლიგის“ მე-18 ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ „კრილია სოვეტოვს“ საკუთარ მოედანზე მასპინძლობს და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მე-19 წუთზე ანგარიში ზუსტი დარტყმით ანანიძემ გახსნა, მაგრამ მალე ანტონ მირანჩუკმა წონასწორობა აღადგინა.

„ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაშია საბა კვირკველია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოსკოველთა განაცხადში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ანანიძემ ბოლოს გოლი ორი წლის გაიტანა – 2017 წლის 28 მარტს ჯანომ ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა. ოფიციალურ შეხვედრაში კი ბოლოს თავი 2016 წლის 28 აგვისტოს მახაჩყალის „ანჟისთან“ გასვლით მატჩში გამოიჩინა.