ანანიძემ სეზონისთვის მზადება „სპარტაკში“ დაიწყო [ვიდეო]

ჯანო ანანიძემ სეზონისთვის მზადება მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვური გუნდის ფეხბურთელებს შესვენება დაუსრულდათ და ტარასოვკას ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

„სპარტაკის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მოსამზადებელ პროცესში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველიც მონაწილეობდა.

მოსკოვის კლუბში დაბრუნების შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა „სპარტაკში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაზეც კომენტარი გააკეთა.

„როგორ გავიარე სამედიცინო შემოწმება? ყველაფერი მშვენივრადაა“, – ამ ლაკონური კომენტარით შემოიფარგლა ანანიძე ჟურნალისტებთან, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე კი უარი განაცხადა.

გასულ სეზონზე, 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგაში „სპარტაკის“ ფორმით მხოლოდ ერთხელ ითამაშა და იჯარით სამარის „კრილია სოვეტოვში“ გაუშვეს.