ანანიძემ „დინამოში“ ვარჯიში განაახლა - ქიმაძე სრული დატვირთვით ემზადება #1TVSPORT
ანანიძემ „დინამოში“ ვარჯიში განაახლა - ქიმაძე სრული დატვირთვით ემზადება #1TVSPORT

„დინამო თბილისს“ ორი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა – შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ქიმაძემ გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო – ჯვარედინი იოგები დაიწყვიტა, მაგრამ უკვე სრული დატვირთვით ემზადება. ჯანო ანანიძეც გუდნთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა უცნობია, როგორი დატვირთვით ემზადება.

„დინამო თბილისში“ ჯანო ანანიძე 2021 წლის 29 აპრილს გადავიდა და მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 1+1 სისტემით, ანუ ერთწლიანი კონტრაქტი გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა. ის თბილისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 7-ნომრიანი მაისურა გადაეცა.

დედაქალაქური კლუბის ფორმა 28 წლის ნახევარმცველმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოირგო – „დინამო თბილისი“ გასვლაზე ბათუმში „დინამოს“ ესტუმრა და ჯანომ ითამაშა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამოცდილი ნახევარმცველი ისევ დაშავდა.