ანანიძე შესაძლოა, „კრასნოდარში“ გადავიდეს
ანანიძე შესაძლოა, „კრასნოდარში“ გადავიდეს

„კრასნოდარი“ ჯანო ანანიძის ტრანსფერით არის დაინტერესებული – „კრილია სოვეტოვის“ ქართველ ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ 26 წლის ანანიძემ შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს ტრანსფერი „სპარტაკს“ ეკუთვნის, ხოლო სამარის კლუბში იჯარით თამაშობს. ამ სეზონში, ნახევარმცველმა „სპარტაკის“ ფორმით რუსეთის პრემიერლიგის ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯანო „კრილია სოვეტოვში“ ზამთარში გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ასევე ხუთჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ქობულეთში გაიზარდა, პროფესიულ ფეხბურთში კი მოსკოვის „სპარტაკის“ საფეხბურთო სკოლიდან მოხვდა. საერთო ჯამში, მან მოსკოვურ გუნდში ყველა ტურნირზე 136 მატჩს გაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მოსკოვურ კლუბთან ქართველს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ რუსული გამოცემა არ აკონკრეტებს, „კრასნოდარი“ ანანიძის ტრანსფერის გამოსყიდვას აპირებს თუ სამარელების მსგავსად, მხოლოდ იჯარით დამატება სურს.