ანანიძე რუსეთში ბრუნდება - ნახევარმცველის ხელფასი „როტორში“ 13.700 დოლარია
ანანიძე რუსეთში ბრუნდება - ნახევარმცველის ხელფასი „როტორში“ 13.700 დოლარია
ჯანო ანანიძე ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე, რომელიც ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისის“ ფეხბურთელი იყო, ინფორმაციას Football Bigi-ის „ტელეგრამ-არხი“ ავრცელებს.
 
„ქართველი ნახევარმცველი ვოლგოგრადის „როტორთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან 2020 წლამდე თამაშობდა. კლუბში ყოფნის დროს, იჯარით ორჯერ გაუშვეს – „როსტოვსა“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“. ჯანო ანანიძეს კონტრაქტი კვიპროსის „ანორთოსთან“ 31 მაისს ამოეწურა და ახალ კლუბში მოთამაშე თავისუფალ აგენტის სტატუსით გადავა“, – წერია „ტელეგრამ-არხის“ ცნობაში.
ამავე დროს, Football Bigi ქართველი მოთამაშის ხელფასსაც ასაჯაროებს და ამტკიცებს, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი „როტორში“ თვეში ერთ მილიონ რუბლს მიიღებს (13,727 დოლარია).
რუსული მედიის ცნობით, „სპარტაკის“ ყოფილი ნახევარმცველი მოსკოველებისგან წელწიადში 2 მილიონ ევროს იღებდა, ანუ თვეში დააახლოებით 167 ათას ევროს. რაც შეეხება „ანორთოსისში“ ანანიძეს მოკრძალებული ხელფასი ჰქონდა – 7 ათასი ევრო. მოსკოვის „სპარტაკში“ კი, რუსული მედიის ცნობით, 167 ათასს ევროს იღებდა.
საქართველოს ნაკრების ახალი გუნდი, ვოლგოგრადის „როტორი“ პირველი ლიგის დასრულებელი სეზონის გამარჯვებულად გამოაცხადეს – ანანიძეს გუნდში ორი ქართველი დახვდება, თავადმსხმელი ბექა მიქელთაძე და შემტევი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი.