ანანიძე „როტორში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა
ანანიძე „როტორში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე „როტორში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა – ამას შესახებ გამოცემა „ჩემპიონატი“ წერს.

„რუსეთის პრემიერლიგაში 6 თვის შემდეგ ანანიძეც დაბრუნდა. კვიპროსულ „ანორთოსისში“ ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმირებული იყო, რაც „სპარტაკში“ ხშირად ემართებოდა. ამის მიუხედავად, ის „როტორში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. „მუტკო პროტივ-ის“ ცნობით, ის თვეში პრემიების გარეშე 1,7 მილიონ რუბლს მიიღებს. „სპარტაკის“ ხელფასს ვერ გაუტოლდება, მაგრამ ცუდიც არაა“, – წერს გამოცემა.

1,7 მილიონ რუბლი დაახლოებით 22,500 დოლარია. მაგრამ ეს ანანიძის კარიერაში ყველაზე მაღალი ხელფასი არაა. რუსული გამოცემების ცნობით, ის მოსკოვის „სპარტაკში“ წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა, რაც საშუალოდ თვეში 167 ათასი ევროა. თუმცა, რუსულ მედიაში იმასაც ამტკიცებენ, რომ ხშირად ფეხბურთელები ფიქსირებული ხელფასის მხოლოდ ნაწილს იღებენ, რადგან მენეჯერებს და კლუბების ხელმძღვანელებს პროცენტებს უხდიან.