ანალიტიკურმა ვებგვერდმა ნიდერლანდების ჩემპიონატში ირაკლი ეგოიანის თამაში შეაფასა #1TVSPORT
ანალიტიკურმა ვებგვერდმა ნიდერლანდების ჩემპიონატში ირაკლი ეგოიანის თამაში შეაფასა #1TVSPORT

ანალიტიკურმა ინტერნეტგვერდმა LouiScou48-მ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ შემტევი ნახევარმცველის, ირაკლი ეგოიანის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

„ეგოიანი ინტელექტუალური მოთამაშეა, რომელმაც ყოველთვის იცის, ბურთით რა უნდა გააკეთოს. მას სივრცის კარგი შეგრძნება აქვს და ოსტატურად იყენებს თავის პოზიციას, რაც მაღალ სისწრაფესა და კარგ ხედვასთან ერთად, პრესინგის დროს ძალიან ძლიერს ხდის.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ნიდერლანდების პირველ დივიზიონში გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. 36 მატჩში 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, რაც მის მაღალ კლასზე მეტყველებს – ეგოიანი არნემის „ვიტესის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გარდა ამისა, ეგოიანი ყოველთვის დასარტყმელ პოზიციას ეძებს, სისწრაფესა და მოქნილობას კარგად იყენებს და ეს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის მის შეტევებს. ის დრიბლინგითაც გამოირჩევა, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ სასწავლი აქვს“.