ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსები ვოლჩანსკსა და პოკროვსკში წინ მიიწევენ
ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსები ვოლჩანსკსა და პოკროვსკში წინ მიიწევენ

რუსები ვოლჩანსკსა და პოკროვსკში წინ მიიწევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალიტიკური პროექტის თანახმად, რუსული ჯარები ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოლჩანსკში და დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკში წინ მიიწევენ.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ სემენოვკაში რუსი ჯარისკაცები სასწრაფო დახმარების მანქანას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორი მედიკოსი დაშავდა.

როგორც მედია წერს, რუსეთის ავიაიერიშებისა და უამინდობის გამო კიევში ათასობით ადამიანს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.