ანალიტიკოსები ტოკიოს ოლიმპიადის გადადებას უფრო ვარაუდობენ, ვიდრე დათქმულ ვადებში ჩატარებას

18:57, 11.03.2020

საბუკმეიკერო ოფისების ანალიტიკოსებმა დაბლა დაწიეს კოეფიციენტები იმაზე, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა დათქმულ ვადაში არ გაიმართება.

კოეფიციენტი იმაზე, რომ 2020 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია წინასწარ განსაზღვრულ დღეს – 24 ივლისს გაიმართება, 2.0-ს უდრის, რაც ალბათობის 45 პროცენტს შეადგენს.

ხოლო გახსნის ცერემონიის გადატანაზე კოეფიციენტი უტოლდება 1.67-ს (55 პროცენტი ალბათობა).

უფრო ადრე, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ჰარიუკი ტაკაჰაშიმ რეალური უწოდა ოლიმპიადის 2022 წლისთვის გადატანას.

მსგავსი