„ანადოლუ ეფესმა“ მილანში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-10 ტურში ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ოლიმპია მილანომ“ საკუთარ არენაზე „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლა და ხუთი ქულის სხვაობით, 76-81 დამარცხა. თურქულ გუნდში მორიგი ბრწყინვალე მატჩი გამართა შეინ ლარკინმა. მის ანგარიშზე 17 ქულაა. ტიბორ პლაისმა 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

იტალიელთა შორის 11 ქულითა და 9 პასით საუკეთესო სერხიო როდრიგესი გამოდგა. საკალათბურთო ევროლიგას ამ დროისთვის 8 მოგებითა და 2 მარცხით სწორედ „ანადოლუ ეფესი” ლიდერობს. მილანელები 7 მოგებითა და 3 მარცხით მეორე-მესამე ადგილებს „ბარსელონასთან” ინაწილებს.

ჟალგირისი – ცრვენა ზვეზდა 59-61

ალბა – ოლიმპიაკოსი 80-99

ვალენსია – ხიმკი 89-84