„ანადოლუ ეფესმა“ „მაკაბი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. „ანადოლუ ეფესმა“ საკუთარ არენაზე თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულის სხვაობით 91:89 დაამარცხა.

თურქულ გუნდში საუკეთესო 23 ქულითა და 7 პასით როდრიგ ბობუა გამოდგა. 20 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ტიბორ პლაისმა. 17 ქულით დაასრულა მატჩი ადრიენ მოერმანმა.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 22 ქულა ელაია ბრაიანტის ანგარიშზეა. 15 ქულა მიითვალა სკოტ ვილბეკინმა.

„ანადოლუ ეფესმა“ გამარჯვების მოპოვება ბოლო მეოთხედში შეძლო. გადამწყვეტი 10 წუთიანი მონაკვეთის წინ თურქული გუნდი 5 ქულის სხვაობით მარცხდებოდა.

სატურნირო ცხრილს 6 მოგებითა და 1 მარცხით „ბარსელონა“ ლიდერობს. „ეფესს“ 3 მოგება აქვს და მე-6, მე-7, მე-8 ადგილებს იყოფს „ვალენსიასთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ ერთად. „მაკაბი“ 2 მოგებით ჯერჯერობით მე-15 პოზიციაზეა.

ზენიტი-ოლიმპიაკოსი 66-75

ალბა-ბარსელონა 67-103

ბასკონია-ვილერბანი 86-88