ანა ნაცვლიშვილმა სახელისუფლო გუნდს მიმართა - თქვენ გაიმარჯვებდით, რომ შეგექმნათ სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზებული პროკურატურა და სუს-ი
ანა ნაცვლიშვილმა სახელისუფლო გუნდს მიმართა - თქვენ გაიმარჯვებდით, რომ შეგექმნათ სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზებული პროკურატურა და სუს-ი

საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ „ქართული ოცნების“ მმართველობაში უზარმაზარი ბზარის გაჩენას ძალიან სამართლიანად. მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ იწყება გათავისუფლება ერთპარტიული მმართველობისგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არაფერი აქვს იმასთან, რასაც ქართველ ხალხს გვპირდებოდით 2012 წლის პირველ ოქტომბერს, – განაცხადა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, არჩევნები ჩატარდა დაშინების, მოსყიდვის, ზეწოლისა და გაყალბების პირობებში. მისი თქმით, არსებობს ამისი მტკიცებულებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან უდიერად მოექცა იმ საარჩევნო რეფორმას, რომლის მიღებაშიც ძალიან დიდი დრო დახარჯეთ თქვენ“, – მიმართა სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, უმძიმესი და უპრეცედენტოდ მწვავე შეფასებებია ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

„თქვენ შეხვდებოდით პირველ ოქტომბერს გამარჯვებული და ორშიც და სამშიც, რომ შეგექმნათ ის, რასაც დაგვპირდით: სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზებული პროკურატურა და პოლიტიკურად ნეიტრალური სუს-ი.

სუს-ი, რომელიც თქვენც გისმენთ, თქვენც გაკონტროლებთ და გაშანტაჟებთ დ ახლა ჩემთვის, რატომ აჭერთ, როცა მოგთხოვენ მწვანეს და როცა მოგთხოვენ წითელს, რადგან შანტაჟის ქვეშ ხართ თქვენც“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.